"მივიღე პასუხი, რომ ეს საქმე ძალიან უხეშად და არაეფექტურად არის გამოძიებული" - სტრასბურგის გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილის საქმეზე და იუსტიციის სამინისტროს პასუხი - Palitra News

"მივიღე პასუხი, რომ ეს საქმე ძალიან უხეშად და არაეფექტურად არის გამოძიებული" - სტრასბურგის გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილის საქმეზე და იუსტიციის სამინისტროს პასუხი

2023-01-19 20:11:01+04:00

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები“ საქართველოს წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ დაადგინა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სიცოცხლის უფლების არსებითი ნაწილის დარღვევა არ მომხდარა. სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობას არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ევროს, ხარჯებისთვის კი - 15 000 ევროს გადახდა დააკისრა.