იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლისა გარდაიცვალა - Palitra News

იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლისა გარდაიცვალა

2023-01-20 08:07:29+04:00

იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ANSA ავრცელებს.

ლოლობრიჯიდა 1950-1960-იან წლებში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო.

მსახიობი სამჯერ იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, საიდანაც ერთი ჯილდო მოიგო.