რუსეთის დუმის წევრის მუქარა დასავლეთს - Palitra News

რუსეთის დუმის წევრის მუქარა დასავლეთს

2023-01-22 16:11:15+04:00

რუსეთის დუმის წევრის მუქარა დასავლეთს - ვიაჩესლავ ვოლოდინის განცახდებით, „თუ ვაშინგტონი და ნატო-ს ქვეყნები უკრაინას მიაწვდიან იარაღს, რომელიც გამოყენებული იქნება ქალაქებზე დასარტყმელად, ამას მათი მხრიდან საპასუხოდ უფრო ძლიერი იარაღის გამოყენება მოჰყვება. რუსეთის დუმის სპიკერის თქმით, უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდება, რომელიც რუსეთის ტერიტორიებს საფრთხეს უქმნის, "გლობალურ კატასტროფას" გამოიწვევს. ვოლოდინის თქმით, ასეთი ქმედება დაუსაბუთებელს გახდის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების წინააღმდეგ არგუმენტებს.