აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ მონტერეი პარკში, მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ მონტერეი პარკში, მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა

2023-01-22 17:12:40+04:00

აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ მონტერეი პარკში, მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, სროლა იმ ადგილის სიახლოვეს მოხდა, სადაც ადამიანები ჩინურ ახალ წელს აღნიშნავდნენ. ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, ეჭვმიტანილი მამაკაცია, თუმცა უცნობია, არის თუ არა ის დაკავებული.