უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსების შეტევა 11 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს - Palitra News

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსების შეტევა 11 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს

2023-01-23 12:18:27+04:00

რუსი ოკუპანტები ბახმუტის მიმართულებით შეტევებს აგრძელებენ. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ლიმანსკის, ავდეევსკის და ზაპორიჟიეს მიმართულებით მტერი წარუმატებელ შეტევით თავდასხმებს ახორციელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობითვე, დილის 6:00 საათისთვის ფრონტზე არსებული ვითარებით, აგრესორი ქვეყნის ძალებმა შეტევები დაიწყეს თუმცა მათი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის თავდასხმების მოგერიება შეძლეს.