წალენჯიხის მუნიციპალიტეტი პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამას იწყებს - Palitra News

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამას იწყებს

2023-01-23 12:49:55+04:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამას იწყებს. მერის, გიორგი ხარჩილავას თქმით, პროდუქტის შესაძენად, ბავშვებს საბანკო ბარათები დაურიგდებათ, რომლის გამოყენებასაც კვების ობიექტებსა და მარკეტებში შეძლებენ, კვების საშუალო დღიური თანხა კი 4 ლარი იქნება.