ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავს - Palitra News

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავს

2023-01-23 15:14:54+04:00

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ. ამის შესახებ მათ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისინი იწყებენ პროცესს, რომელიც დიდ გამარჯვებამდე მივა.