საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს - Palitra News

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს

2023-01-24 15:20:22+04:00

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გამართეს.

დეპუტატებს პრემიერ-მინისტრთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აქვთ კითხვები.