Louis Vuitton-მა ბურგერების ყუთები გამოუშვა, რომელთა ფასიც 2580 დოლარია - Palitra News

Louis Vuitton-მა ბურგერების ყუთები გამოუშვა, რომელთა ფასიც 2580 დოლარია

2023-01-25 10:22:51+04:00

ფრანგულმა ბრენდმა Louis Vuitton, რომელიც ხშირად უშვებს ფუფუნების ნივთებს, მორიგი ინოვაცია წარადგინა. ამის შესახებ Highsnobiety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამჯერად საუბარი ბურგერების ყუთზეა, რომლის ღირებულებაც 2 580 დოლარს შეადგენს. ნივთი ხელოვნური ტყავისგან არის დამზადებული და ყვავილებით მოხატული.

კომპლექტში ასევე შედის ჭიქების დასადები ნაკრები, რომლებიც ბურგერის ინგრედიენტების ფერებშია გადაწყვეტილი: ბეჟი, მწვანე, წითელი, ყავისფერი და ყვითელი.