ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება - Palitra News

ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება

2023-03-13 09:06:04+04:00

ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი. საქმეში სულ 160-მდე მოწმეა - მათ შორის ყოფილი მძევლები. გამოკითხული კი, ამ ეტაპზე, დაახლოებით 30 ადამიანია. ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მათ კითხვები აქვთ ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა სხდომაზე არანაირი შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებენ.დღევანდელ სასამართლო პროცესს თავად ბადრი ესებუაც დაესწრება.