კომუნიკაციების კომისიამ გორში 30-მდე პედაგოგი გადაამზადა, რომლებიც სკოლებში მედიაწიგნიერების საგანს წარუძღვებიან - Palitra News

კომუნიკაციების კომისიამ გორში 30-მდე პედაგოგი გადაამზადა, რომლებიც სკოლებში მედიაწიგნიერების საგანს წარუძღვებიან

2023-03-13 09:06:38+04:00

კომუნიკაციების კომისიამ გორში 30-მდე პედაგოგი გადაამზადა, რომლებიც სკოლებში მედიაწიგნიერების საგანს წარუძღვებიან. სემინარი მედიაწიგნიერების ტრენერმა, ანი გვეტაძემ ჩაატარა და მონაწილეებს პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო მოდულის საკითხები გააცნო.

მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი მე-10 კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება. საგანს მოსწავლეები 1 სემესტრის განმავლობაში გაივლიან.