რიკოთზე მეწყრულმა პროცესებმა ფერდის მოპირკეთებული ზედაპირი ჩამოშალა და გარე ბეტონის სექცია დააზიანა - Palitra News

რიკოთზე მეწყრულმა პროცესებმა ფერდის მოპირკეთებული ზედაპირი ჩამოშალა და გარე ბეტონის სექცია დააზიანა

2023-03-14 10:02:40+04:00

სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რიკოთზე ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ფერდია ჩამოშლილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეხმიანება. უწყება ამბობს, რომ უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი ჩამოშალა და დააზიანა გარე ბეტონის სექცია.