ხატია დეკანოიძე - ირაკლი კობახიძის აგრესიული განცხადებები საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად - Palitra News

ხატია დეკანოიძე - ირაკლი კობახიძის აგრესიული განცხადებები საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად

2023-03-14 20:19:17+04:00

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც „ლიბერალური ფაშიზმის“ ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი. მისივე თქმით, ორგანიზებული ჯგუფების მეშვეობით, ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა პოლიტიკოსებსა და ცნობად სახეებზე. ოპოზიციის განცხადებით კი ხელისუფლება რუსული პროპაგანდით საზოგადოებაზე და ახალგაზრდებზე მანიპულირებას ცდილობს.