ოპოზიციონერი პარლამენტარების აზრით, "ქართული ოცნება" სტუდენტებზე შეტევით, ქვეყანაში თავისუფალი ადამიანების გაქრობას ცდილობს - Palitra News

ოპოზიციონერი პარლამენტარების აზრით, "ქართული ოცნება" სტუდენტებზე შეტევით, ქვეყანაში თავისუფალი ადამიანების გაქრობას ცდილობს

2023-03-15 15:26:16+04:00

ოპოზიციონერი პარლამენტარების აზრით, "ქართული ოცნება" სტუდენტებზე შეტევით, ქვეყანაში თავისუფალი ადამიანების გაქრობას ცდილობს. ხატია დეკანოიძემ და თამარ კორძაიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტის წინ გამართული აქციების შემდეგ „ოცნება“ ახალგაზრდებზე გაბრაზებულია და მათ რეპრესიებით ემუქრება. დეპუტატთა აზრით, საქართველოს თითოეული მოქალაქე სტუდენტების მიმართ ახლა სოლიდარული უნდა იყოს.