საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 9 ადგილით ჩამოქვეითდა - Palitra News

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 9 ადგილით ჩამოქვეითდა

2023-03-16 15:24:51+04:00

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 9 ადგილით ჩამოქვეითდა - გავლენიანი ამერიკული ორგანიზაცია heritage foundation-ის კვლევის თანახმად საქართველო 35-ე ადგილზეა და ბოლო 2 წელში ქვეყანას 8.5 ქულა გამოაკლდა.

საქართველოს ქულები შეფასების 12 კრიტერიუმიდან 8-ში შემცირდა, ხოლო 2-ში გაუმჯობესდა. ხელისუფლება მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციაზე საუბრობს, ხოლო ოპოზიცია მიუთითებს, რომ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის გაუარესება ქვეყანაში მზარდი ელიტური კორუფციისა და ინსტიტუციების დასუსტების შედეგია.