„გადავედი ამერიკის „ნიჭიერში“, ძალიან ბედნიერი ვარ...“ - თათია კობალაძე - Palitra News

„გადავედი ამერიკის „ნიჭიერში“, ძალიან ბედნიერი ვარ...“ - თათია კობალაძე

2023-03-18 10:00:00+04:00

თათია კობალაძე ამერიკულ ,,ნიჭიერში" გამოჩნდება.

მომღერალმა სასიამოვნო სიახლე ,,რუსთავი 2-ის" ეთერში, „ღამის პრაიმ ტაიმში“ გაამხილა.

თათია მალე აშშ-ში გაემგზავრება და კასტინგზე წარდგება.

„პირველად ვიტყვი თქვენთან, მე გადავედი ამერიკის „ნიჭიერში“. ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ!..“, - აღნიშნა თათიამ.

შეგახსენებთ, თათია კობალაძემ ყაზახური სიმღერის საერთაშორისო კონკურსში „ტურანის ხმა - 2022“ გაიმარჯვა.

უცხოური გამოცემები წერდნენ, რომ თათია კობალაძე საქართველოდანაა და წარმატებები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალსა და კონკურსში.

ის იყო ფინალისტი The Voice of Kazakhstan-ზე 2021 წელს. ასევე, უკრაინის X ფაქტორის, თურქეთის „ვოისის“.