საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გრძელდება - Palitra News

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გრძელდება

2023-03-18 12:49:02+04:00

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გრძელდება. პარიზის ცენტრში შეკრებილ დემონსტრანტები და სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილმა სხვადასხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდა და პოლიციას პიროტექნიკა დაუშინა, რასაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზით უპასუხეს. არეულობის დროს პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა. საპროტესტო აქციები საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც - ბორდოში, ტულონსა და სტრასბურგშიც გაიმართა. საფრანგეთის საპენსიო რეფორმის თანახმად, მინიმალური საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაიზრდება.