უნგრეთის მმართველი პარტია მზადაა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს - Palitra News

უნგრეთის მმართველი პარტია მზადაა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

2023-03-18 19:46:07+04:00

უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესი“ მზადაა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.

ფრაქციის ლიდერის, მატე კოჩიშის განცხადებით, პარლამენტში ნატო-ში ფინეთის გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებისთვის კენჭისყრა 27 მარტს გაიმართება და პარტია „ფიდესი“ მას ერთხმად დაუჭერს მხარს.

პარტიაში აცხადებენ, რომ ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ. ცოტა ხნის წინ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ცნობისთვის, თურქეთი და უნგრეთი ალიანსის ბოლო წევრები არიან, რომლებსაც შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადი რატიფიცირებული ჯერჯერობით არ აქვთ.