მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ სააგენტოს თანამშრომლისთვის ქრთამის გადაცემის გამო, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს - Palitra News

მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ სააგენტოს თანამშრომლისთვის ქრთამის გადაცემის გამო, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

2023-03-18 19:55:53+04:00

საქართველოს პროკურატურამ, მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ბრალდებულმა ქუთაისში მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოში“, მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადასცა.