თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჩვენი ჯარი“ ახლა უკვე უმაღლეს სასწავლებლებშიც გრძელდება. აღნიშნული პროექტი სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრით დაიწყო. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სტუდენტებს პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და თემატური პრეზენტაციაც ჩაუტარეს. სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ. პროექტის მიზანია თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე ქართული ჯარის პოპულარიზაცია და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება.