საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ვახტანგ გომელაურისგან მიიღო პირობა, რომ სერგეი ლავროვის ახლობლებმა საქართველო დატოვეს და დაგეგმილი ქორწილი აღარ გაიმართება. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გავრილოვის შემთხვევის მსგავსად, მიღწეული შედეგი არის საზოგადოების გამარჯვება. სპეციალურ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ხელისუფლებასაც მიმართა და განაცხადა, რომ ამ ფორმით ხალხთან თამაში არის დაუშვებელი. ზურაბიშვილის განმარტებით, ის ბოიკოტს უცხადებს ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“, რომელმაც მოსკოვში პირველი ფრენა დღეს უკვე განახორციელა.