ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის 2023 წლის გამარჯვებული თბილისის N178 სკოლა გახდა - Palitra News

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის 2023 წლის გამარჯვებული თბილისის N178 სკოლა გახდა

2023-05-21 16:07:31+04:00

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებული თბილისის N178 საჯარო სკოლა გახდა. პროექტის ფინალურ თამაშში 32 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილებზე გასული სკოლები საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელმა, ნოე რამიშვილისა და მამია ბერიშვილის შთამომავალმა, ტიერი ბერიშვილმა დააჯილდოვა. საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა. ის „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით ტარდება.