ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ფოკას წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტრის ტეროტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა - Palitra News

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ფოკას წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტრის ტეროტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა

2023-05-22 09:06:45+04:00

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ფოკას წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტრის ტეროტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა. აქცია ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს უკავშირდებოდა. მასში ადგილობრივმა მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა.

აქციის ფარგლებში, მონასტრის ტერიტორიაზე 100-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო.

შეგახსენებთ, რომ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა.