"ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს დაუყოვნებლივ მოხდეს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც აკრძალავს სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას - Palitra News

"ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს დაუყოვნებლივ მოხდეს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც აკრძალავს სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას

2023-05-22 15:15:33+04:00

ოკუპაციის შესახებ კანონი, ხელისუფლების ოპონენტთა განმარტებით, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გაკონტროლდეს თუ ვინ კვეთს ქვეყნის საზღვარს. მათ შორის არიან თუ არა ის პირები, რომლებმაც უკრაინა და საქართველოში მიმდინარე სამხედრო აგრესიაში მონაწილეობა მიიღეს, ან კვლავაც აგრძელებენ. ამ ფონზე "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს პარლამენტმა ერთი წლის წინ ინიცირებული პროექტის განხილვა დაიწყოს, რომლითაც ზემოთ აღნიშნულ პირებს, საქართველოში შემოსვლა და ეკონომიკური აქტივობების განხორციელება აეკრძალოთ. თავად ხელისუფლების წევრთა განმარტებით, ოკუპაციის შესახებ კანონი მოსალოდნელ საფრთხეებს არეგულირებს და დამატებით სანქციების დაწესებას არ აპირებენ.