შემოსავლების სამსახური ინფორმაციას საქართველოში სანქცირებული კომპანიის კუთვნილი ტვირთის შემოტანის თაობაზე დეზინფორმაციას უწოდებს - Palitra News

შემოსავლების სამსახური ინფორმაციას საქართველოში სანქცირებული კომპანიის კუთვნილი ტვირთის შემოტანის თაობაზე დეზინფორმაციას უწოდებს

2023-05-23 09:07:28+04:00

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვასილ ურუშაძის განცხადებას, რომ საქართველოში სანქცირებული კომპანიის კუთვნილი ტვირთის შემოტანა ხდება, ეხმაურება.

მათი განმარტებით, აღნიშნული ექსპორტიორი კომპანიები არ არიან მოხვედრილი სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ გამოქვეყნებულ, სანქცირებული პირების ჩამონათვალში.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიებს, აღნიშნული საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით, დეკლარირების პროცესი ჯერ არ განუხორციელებიათ.