სამხრეთ აფრიკაში ქოლერას ეპიდემიას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

სამხრეთ აფრიკაში ქოლერას ეპიდემიას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა

2023-05-23 09:10:38+04:00

სამხრეთ აფრიკაში ქოლერას ეპიდემიას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა.

გუტენგის პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, 37 ადამიანი ამჟამად რაიონულ საავადმყოფოში ქოლერის სიმპტომებითაა მოთავსებული. მათივე ცნობით, გასული ორშაბათიდან ქოლერას სიმპტომებით, საავადმყოფოშო სულ მცირე 97 ადამიანი გადაიყვანეს.

ქოლერა მწვავე დიარეული ინფექციაა, რომელსაც ბაქტერია ქოლერას ვიბრონი იწვევს.