საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მეოთხე ნაკადის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე მიიღო.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და განათლების სისტემის განვითარების კუთხით საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ევროპული სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც ორწლიანი ევროპულ ფასეულობებზე ორიენტირებული საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამა წარმატებით დაასრულეს, სწავლას, სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით მსოფლიოს წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელებენ.