"ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია" - ხავიერ კოლომინასა და იენს სტოლტენბერგის განცხადებები საქართველოზე და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

"ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია" - ხავიერ კოლომინასა და იენს სტოლტენბერგის განცხადებები საქართველოზე და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2023-05-25 12:09:50+04:00

ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე ნატოს გენერალური მდივანი რუსეთის მხრიდან სანქციებისგან თავის არიდების მცდელობაზე საუბრობს. სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ ნატო-ს მოკავშირეები სანქციებს დაიცავენ და აგრესიულ ომში რუსეთს დაფინანსებას არ გაუმარტივებენ. სანქციების დაცვის საჭიროებაზე ნატოს სპეციალური წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომიმაც ისაუბრა.