26 მაისის აღნიშვნა დედაქალაქსა და საქართველოს 10 რეგიონში წვევამდელების ფიცის დადებით დაიწყება - Palitra News

26 მაისის აღნიშვნა დედაქალაქსა და საქართველოს 10 რეგიონში წვევამდელების ფიცის დადებით დაიწყება

2023-05-25 12:09:58+04:00

თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე მთლიანად ჩაკეტილია. თავისუფლების მოედანი, ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხვალინდელი ღონისძიებების ეპიცენტრი იქნება.

ხვალ, დილის 11 საათზე, დღესასწაულის აღნიშვნა - დედაქალაქსა და საქართველოს 10 რეგიონში წვევამდელების ფიცის დადებით დაიწყება. ასევე სამხედრო ტექნიკის გამოფენა ჩატარდება. რუსთაველის გამზირზე ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება. საღამოს კი, რესპუბლიკის მოედანზე კონცერტი შედგება.

ღონისძიებას პრემიერი, პრეზიდენტი, მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.