ხავიერ კოლომინასა და იენს სტოლტენბერგის განცხადებები საქართველოზე და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ხავიერ კოლომინასა და იენს სტოლტენბერგის განცხადებები საქართველოზე და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2023-05-25 15:08:02+04:00

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში არ დაეხმარება. ამით მმართველმა პარტიამ ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას უპასუხა, რომელშიც სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები სანქციებს დაიცავენ და აგრესიული ომის დაფინანსებას რუსეთს არ გაუმარტივებენ.

ამავე საკითხზე ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამაც ისაუბრა და ის გუშინ თბილისში იმყოფებოდა.

როგორია პოლიტიკური შეფასებები და რას უნდა ველოდოთ ვილნიუსის სამიტზე, ამას ჩვენი ჟურნალისტი, მერაბ პაპაშვილი გვეტყვის.