„ქართული ოცნების“ ნინოწმინდის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ანივარდ მოსოიანი აირჩიეს - Palitra News

„ქართული ოცნების“ ნინოწმინდის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ანივარდ მოსოიანი აირჩიეს

2023-05-25 19:39:07+04:00

„ქართული ოცნების“ ნინოწმინდის პარტიულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი და ბიუროს წევრები აირჩიეს. მიმდინარე კვირის ბოლოს „ქართული ოცნების“ თბილისის ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართება, რომელზეც ვაკის, საბურთალოს, კრწანისისა და ნაძალადევის ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს აირჩევენ.