1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გაფორმებით ქართველებმა მრავალწლიანი ოცნება რეალობად აქციეს. ბედნიერებით გაჟღენთილ მთელ საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ ხმამაღლა განუცხადა, რომ ქართველები სუვერენულ უფლებათა მატარებელი, საქართველო კი სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. წუთი, ადამიანი და აქტი ისტორიული შინაარსის მატარებელი გახდა. ერთი წლის თავზე საქართველოს საკუთარი ჰიმნი, გერბი და დროშა ჰქონდა. თავისუფლების 1028 დღე, თავისუფალი ხალხის მიერ საზეიმოდ აღინიშნებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობამ 3 წელს გასტანა, თუმცა 1918 წლის 26 მაისი იყო საწყისი ქვეყნის თავისუფლებისა, რამაც 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა. როგორია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია.