გიორგი ამილახვარი - ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტაცია დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება - იმის წარმოჩენა, რომ, თითქოს, ახლა ბავშვები გარეთ ხვდებიან, სიცრუეა - 10 სკოლაში არის პრობლემა და პასუხისმგებლობას არ გავურბივართ - Palitra News

გიორგი ამილახვარი - ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტაცია დაახლოებით, 400 სკოლას უტარდება - იმის წარმოჩენა, რომ, თითქოს, ახლა ბავშვები გარეთ ხვდებიან, სიცრუეა - 10 სკოლაში არის პრობლემა და პასუხისმგებლობას არ გავურბივართ

2023-09-15 15:33:22+04:00

მშობლებისა და მოსწავლეების პროტესტს განათლების მინისტრი გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანაში 400 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მანვე აღნიშნა, რომ ყველა ბავშვი ალტერნატიულ სკოლაშია გადაყვანილი და არცერთი მოსწავლე სკოლის გარეთ არ დარჩენილა. მშობლები კი ისევ პრობლემებზე საუბრობენ, ისინი სკოლისთვის ახალი შენობის გამოყოფას ითხოვენ.