როჯერ ეკროიდის მკვლელობა , ცნობილი ბრიტანელი მწერლის აგათა ქრისტის დეტექტიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1929 წელს გამომცემლობის HarperCollins-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა.
წიგნის სიუჟეტის მიხედვით ინგლისის პატარა სოფელ ქინგზ-ებოთში მომხიბლავი და მდიდარი ქალბატონის, მისის ფერარსის გვამს იპოვიან. სიკვდილის მიზეზი, როგორც ექიმი შეპარდი დაადგენს, საძილე წამლის გადაჭარბებული დოზაა. მისის ფერარსის სიკვდილიდან რამდენიმე დღეში კლავენ მდიდარ ფაბრიკანტს, როჯერ ეკროიდს, რომელთანაც მისის ფერარსის შესაძლო ქორწინებას ქინგზ-ებოთის ჭორიკანები კარგა ხანია განიხილავდნენ. პოლიცია მკვლელობის გამოძიებას შეუდგება. მოულოდნელად კი საქმეში ჩაერთვება მოყვარული მაძებარი, ერკიულ პუარო. ის კარგა ხანია, საქმეს ჩამოშორდა და ამ პატარა სოფელში თავისი საყვარელი ბოსტნეულის ყაბაყის მოსაყვანად დასახლდა. დიდ მაძებარს, საკუთარი უნარების მობილიზება დასჭირდება, რათა გახსნას ტიპური „მაღალი წრის“ მკვლელობა, რომელსაც თითქოს და ყავს მთავარი ეჭვმიტანილები, აქვს მოტივიც , თუმცა ერთი შეხედვით მარტივი საქმე შეიძლება დეტექტივისთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდეს მის პრაქტიკაში. __________________________________________________________________
ერკილ პუარო დეტექტიური ჟანრის რომანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია , რომელიც აგათა კრისტის 1920 წლიდან 1975 წლამდე გამოცემულ 33 რომანში , 59 მოთხრობასა და ერთ პიესაში გვხვდება.მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია , კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს , ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.
მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.
აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.
აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2018 წელს, გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.