ფოთში, ნაბადის უბანში, სადაც მოსახლეობა მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მამუკა პაპასკირი და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი მივიდა. როგორც მათ შეკრებილებს განუცხადეს, აღნიშნულ ტერმინელზე კონტეინერებს გადაზიდავენ და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ მასალას არ გადაამუშავებენ. აქციის მონაწილეები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან და დაშლას არ აპირებენ. მათ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლის სიტყვების არ სჯერათ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ტერმინალზე სახიფათო ნარჩენების გადამუშავება მოხდება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. აქციის მონაწილეები მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ.