წესრიგს მიღმა: ცხოვრების კიდევ 12 წესი , კანადელი ავტორისა და კლინიკური ფსიქოლოგის ჯორდან პეტერსონის ბიზნეს ლიტერატურაა. წიგნის ორიგინალი 2021 წელს კანადაში , გამომცემლობა Random House Canada-ს მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
ჯორდან პეტერსონი, ცხოვრებისეული ქაოსის ერთგვარ ანტიდოტს გვთავაზობს - შფოთთან და ღელვასთან გასამკლავებლად მარადიულ ჭეშმარიტებებს გვიზიარებს. „წესრიგს მიღმა: ცხოვრების კიდევ 12 წესი“ მისი წინამორბედის ერთგვარი გაგრძელებაა. ავტორი ასაბუთებს, რომ ადამიანის ცხოვრების დანიშნულების ნაწილი არსებული ცოდნის მიღმიერი სივრციდან და მუდმივად ცვალებად სამყაროში ადაპტაციის უნარიდან გამომდინარეობს. მაშინ, როცა ჭარბი ქაოსი ბუნდოვანების საფრთხეს გვიქმნის, წესრიგის სიჭარბეს ცნობისმოყვარეობისა და შემოქმედებითობის ნაკლებობისკენ მივყავართ. შესაბამისად, წესრიგს მიღმა“ მოგვიწოდებს, დავიცვათ ბალანსი რეალობის ორ ფუნდამენტურ პრინციპს - წესრიგსა და ქაოსს შორის - ამ ორის გზაგასაყარზე მნიშვნელობის საპოვნელად. კაცობრიობის უძველეს მიგნებებსა და დაგროვილ სიბრძნეზე დაყრდნობით, ისევე როგორც ზედმიწევნით პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და პაციენტების მაგალითებზე დაკვირვებით, პეტერსონი გვთავაზობს თორმეტ ახალ პრინციპს უფრო ღირებული ცხოვრების შესაქმნელად.
ჯორდან პეტერსონი 1962 წლის 12 ივნისს კანადის ქალაქ ედმონტონში დაიბადა. სწავლობდა ალბერტასა და მაკგილის უნივერსიტეტებში. მან მიიღო დოქტორის ხარისხი მაკგილის უნივერსიტეტში 1991-1993 წლებში მანამ, სანამ წავიდოდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც თავდაპირველად დამხმარე ასისტენტი იყო, შემდგომში კი ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გახდა. 1998 წელს პეტერსონი დაბრუნდა კანადაში. აქ ის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის წევრი გახდა ტორონტოს უნივერსიტეტში, რომელშიც დღეს სრული პროფესორია.
პეტერსონის პირველი წიგნი: „მნიშვნელობის რუკები“, 1999 წელს, გამოქვეყნდა , რასაც მოჰყვა 2018 წელს გამოცემული მისი ყველაზე პოპულარული წიგნი , „ცხოვრების 12 წესი“, , რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა ბესტსელერების სიაში კანადაში, შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში, რამაც ავტორს დიდი აღიარება მოუტანა. დღემდე მისი წიგნების 3 მილიონამდე ეგზემპლიარია გაყიდული და ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ავტორად ითვლება მსოფლიოში.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2023 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.