ემოციური ინტელექტი , ამერიკელი მწერლისა და ფსიქოლოგის დენიელ გოლმენის ბიზნეს სახელმძღვანელოა. წიგნის ორიგინალი 1995 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცემლობა bantam books-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
დენიელ გოლმენის მსოფლიო ბესტსელერი გვარწმუნებს, რომ ადამიანის ინტელექტზე ჩვენი წარმოდგენა მეტისმეტად ვიწროა. ავტორი გვისახელებს ფაქტორებს, რომელთა გამოც ხშირად, მაღალი IQ-ის - გონებრივი ინტელექტის კოეფიციენტის მქონე ადამიანები მარცხდებიან, ხოლო ერთობ მოკრძალებული IQ-ის მქონენი გასაოცრად მაღალ შედეგებს აღწევენ. ეს ფაქტორებია თვითშეგნება, თვითდისციპლინა და ემპათია, რომლებსაც გონების სისხარტის სხვადასხვაგვარი სახეობა ერწყმის. ემოციური ინტელექტი ბავშვობაში ყალიბდება, ის შეიძლება გამუდმებით ვხვეწოთ და ვაძლიეროთ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ეს უთუოდ, არაერთ წარმატებას მოგვიტანს ჯანსაღი ცხოვრების სტილის, ადამიანებთან ურთიერთობებისა თუ პროფესიული საქმიანობის სფეროებში.დენიელ გოლმენი 1946 წლის 7 მარტს კალიფორნიის შტატში დაიბადა.
განათლება ამჰერსტის კოლეჯში მიიღო , მოგვიანებით სწავლა გააგრძელა ჰარვარდის უნივერსიტეტში სადაც მიიღო დოქტორის ხარისხი. გოლმენი 1996 წლამდე იყო ნიუ-იორკ თაიმსის სამეცნიერო ჟურნალისტი, სადაც წერდა სტატიებს ფსიქოლოგიის , ემოციებისა და ტვინის შესახებ. ის ორჯერ იყო ნომინირებული პულიცერის პრემიაზე „თაიმსში“ შესრულებული სამუშაოსთვის. სწორედ იქ ყოფნისას დაწერა ავტორმა მისი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო წიგნი „ემოციური ინტელექტი“ რომელმაც წელიწადნახევარზე მეტი გაატარა The New York Times-ის ბესტსელერების სიაში და ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
წიგნი ითარგმნა 40 ენაზე და ჟურნალ „თაიმმა“ ის დასახელდა, ტოპ 25 ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს შორის ბიზნესის მენეჯმენტის სფეროში.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2023 წელს და გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.