ლიბერთისა და ,,მზერას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ლიბერთი აგრძელებს სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ პროგრამებს. ამჯერად, ლიბერთისა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ - ,,მზერას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში, ლიბერთის ტერმინალზე სოციალური ბარათით გადახდისას, 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებებზე. ასევე ამ მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებლებისთვის ყოველ შაბათს ჩატარდება კატარაქტის და გლაუკომის უფასო სკრინინგი. მომსახურების მისაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ლიბერთის სოციალური ბარათის წარდგენა.