საქმიანი ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს თითქმის ორჯერ ჩამორჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით 418 ათასზე მეტი უცხოელი იმყოფებოდა, ეს მაშინ, როცა, პანდემიამდე, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 831 ათასზე მეტს შეადგენდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქმიანი ტურიზმი 34%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს აღნიშნული დანიშნულებით, საქართველოში სულ 312 ათასი ვიზიტი შედგა. ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოში ჯამში 6 მილიონ 200 ათასი ვიზიტი განხორციელდა, აქედან 6,8% ეკონომიკური საქმიანობის ვიზიტზე მოდის.