რუსეთში საქართველოდან ადგილობრივი პროდუქტების ექსპორტი 25.3%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს. კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთში საქართველოდან დაახლოებით 80 მილიონი დოლარის ღირებულების ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 107 მილიონი დოლარი იყო. მიუხედავად მაჩვენებლის შემცირებისა, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტში რუსეთი საქართველოს მთავარი პარტნიორია. ამავე მონაცემებით, წლის ამ პერიოდში საქართველოდან რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები, - ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები, ასევე ციტრუსის ნაყოფი ახალი ან გამხმარი.