საქართველოს შავიზღვისპირეთის მთავარ ქალაქში უძრავი ქონების ბაზრის ზომა და გაყიდვების მაჩვენებელი მცირდება. მიმდინარე წლის თებერვალში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 30%-ით, 1 120 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 25%-ით შემცირდა და 51 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქოლიერსი“ ავრცელებს. ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბათუმში, მიმდინარე წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 19%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში 2024 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 3%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 926 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 16%-ით, 664 დოლარამდე შემცირდა.