სახელმწიფო უწყებების სამივლინებო ხარჯები ერთ წელიწადში დაახლოებით 22 მილიონი ლარით გაიზარდა. გასულ წელს, სახელმწიფო უწყებებმა მივლინებებში 72 მილიონ 500 ათასი ლარი დახარჯეს, რაც 22.1 მლნ ლარით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის ხარჯზე. 2022 წელს სამივლინებო ხარჯმა 50 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, სამინისტროებს შორის, 2023 წელს, მივლინებაში ყველაზე მეტი თანხა, თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა – 9.4 მლნ ლარი, მას მოსდევს იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროები. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა მივლინებებში 3 მილიონ 200 ათასი ლარი დახარჯეს; პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი 919 ათას 820 ლარი