საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საბერძნეთი პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. როგორი გამოვიდა ფინალური შეხვედრა საბერძნეთთან, რა გზა გაიარა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიულ გამარჯვებამდე და ვის დაუპირისპირდება ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში ცოტნე შაორშაძის სიუჟეტიდან გავიგებთ.