საქართველოში ფეხბურთი რომ ყველას აერთიანებს ეს გუშინდელ მატჩზეც კიდევ ერთხელ გამოჩნდა. საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას საქართველოს სპორტის დიდ გამარჯვებად აღიქვამენ სპორტსმენებიც. ქართველი სპორტის ლეგენდები ჩატარებული მატჩით კმაყოფილები არიან და სპორტში საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მოგებით გამოწვეული ემოციები გულშემატკივრებისა და სპორტსმენების სახეებზეც აღიქმებოდა. როგორ შეხვდნენ ლეგენდები ისტორიულ გამარჯვებას ლუკა ცხვედიანის სიუჟეტიდან გაიგებთ.