საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 71-ე სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. სამოქმედო გეგმა კი ყველა უწყების ჩართულობით დამუშავდა და ის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას მოიცავს. საქართველოს ევროპულ პერსპექტივებსა და ევროკომისიის მიერ გაცემული 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე საუბრობენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც. რა განცხადებები კეთდება თემაზე ვრცლად ეკა უშხვანი ისაუბრებს.