თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. თუ რა წარადგინეს მხარეებმა და რა განაცხადა თავად ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა ეკა ლემონჯავა გვეტყვის.