„ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში ერთი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, „ჰეზბოლას“ სარაკეტო დარტყმების შედეგად, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირიათ-შმონაში დაღუპული პირი 25 წლის მამაკაცია. ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო და განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმები ღამით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებულ იმ ავიაიერიშებზე პასუხს წარმოადგენდა, რომლის შედეგადაც, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით სულ მცირე 30 რაკეტა გაუშვა.