საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სპეციალური ვიზუალური პროექცია მოეწყო. მთავრობის ინფორმაციით, პროექცია გზავნილით - „პირველად ისტორიაში" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციებს ასახავს. ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, მწვრთნელები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ნაკრების პერსონალი ღირსების ორდენზე წარადგინეს.