ლატვიამ რუსეთის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა - გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო. უწყების განცხადებაში წერია, რომ საელჩოს თანამშრომელმა ქვეყანა 10 აპრილამდე უნდა დატოვოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 2024 წლის 27 მარტს დაიბარეს. რუსეთის საელჩო, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად, აგრძელებს არაკორექტულ საჯარო კომუნიკაციას, რომლის მიზანიც ლატვიის სახელმწიფოს საჯარო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების დისკრედიტაცია და ასევე ლატვიაში საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებაა. ლატვიაში აცხადებენ, რომ რუსი დიპლომატის ქმედებები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას მკაცრად ეწინააღმდეგება.