მესამე გოგონა , ცნობილი ინგლისელი მწერლის , აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1966 წელს დიდ ბრიტანეთში გამომცემლობა Collins Crime Club-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნის სიუჟეტის მიხედვით ლონდონში, ნაქირავებ ბინაში, სამი გოგონა ცხოვრობს. ერთი მდივანია, მეორე მხატვარი, მესამე კი, ნორმა რესტარიკი, რომელიც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. სწორედ ის მიმართავს ცნობილ დეტექტივს ერკილ პუაროს დახმარებისთვის. ამ, ერთი შეხედვით, ნერვიულ, გონებადაფანტულ გოგონას ჰგონია, რომ ადამიანი მოკლა, მაგრამ არ იცის ვინ, როდის და სად. ბელგიელ დეტექტივს ამჯერად მეტისმეტად ჩახლართული საქმის გამოძიება მოუწევს რათა გასცეს პასუხი შეკითხვებს , მოხდა თუ არა მკვლელობა და ვინ არის ნამდვილი მკვლელი, მესამე გოგონა თუ ვიღაც სხვა, რომელსაც მდიდარი მემკვიდრის თავიდან მოშორება სურს.ერკილ პუარო დეტექტიური ჟანრის რომანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია , რომელიც აგათა კრისტის 1920 წლიდან 1975 წლამდე გამოცემულ 33 რომანში , 59 მოთხრობასა და ერთ პიესაში გვხვდება.მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია , კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს , ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.
მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.
აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.
აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2018 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.